ონლაინ დახმარება

სიახლეები

კომპანიამ ''GreenWay Logistic'' წარმატებული ქართული ბრენდის ტიტული მიიღო
17 სექტემბერი, 2018

ქართული წარმატებული ბრენდების დაჯილდოვების ტრადიცია გრძელდება და უკვე 15 წელია, ყოველ დეკემბერს წარმატებული ლიდერი და გამორჩეული ქართული ბრენდები პომპეზურად და საზეიმოდ ჯილდოვდებიან. წელს საიუბილეო რიგით მეთხუთმეტე ღონისძიებას სასტუმრო „ბილთმორმა“ უმასპინძლა. „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“. 
გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდა: ლიდერი, ნდობა-რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელე-პროექტი, წარმატებული ქართული ბრენდი და ბრენდ-პერსონა.

 

 

წარმატებული ქართული ბრენდის ნომინაციაში გამარჯვება ლოჯისტიკურმა კომპანია "GreenWay Logistic" მოიპოვა.

ნატალია რაჯებაშილი, ლოჯისტიკური კომპანია "GreenWay Logistic"- ის დირექტორი: 
„ქართული ბრენდის“ დაჯილდოვებაზე წელს პირველად ვიყავით წარდგენილი. ეს გამარჯვება ჩვენთვის სტიმულია, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ, უფრო წარმატებულები ვიყოთ და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კარგი ხარისხი დავდოთ. დიდი პატივია ჩვენთვის ვიყოთ ამ ჯილდოს მფლობელი.