ონლაინ დახმარება

სიახლეები

„გრინვეი ლოჯისტიკი“ ლიდერ კომპანიად აღიარეს
26 აგვისტო, 2020

ქართული ეკონომიკის ღერძი ძირითადად იმპორტ-ექსპორტზე გადის, ამიტომაც ამ სფეროში სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკი“ კი ქართული ბიზნესის ყველა მოლოდინს ამართლებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რამდენიმე თვის წინ, „ქართული ბრენდი 2019“-ის დაჯილდოებაზე, კომპანიამ ნომინაციაში „ლიდერი სტარნასპორტო სფეროში “ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

 

ამას სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ერთი აღიარებაც მოყვა. „გრინვეი ლოჯისტიკი“ საქართველოს ტოპ 24 ლიდერ საწარმოს შორი მეორე პოზიციაზე მოხვდა და საერთაშორისო გადაზიდვების სექტორის ოქროს რეიტინგის სათავეში მოექცა. ამ წარმატებებმა კომპანიის წინაშე ახალი გამოწვევები დასახა.

ამ წარმატებული კომპანიის უკან დგას ასევე წარმატებული ქალბატონი ნატალია რაჯებაშვილი, რომლის ინოვაციური ხედვები, კლიენტზე მორგებული სერვისი და წარმატებული მენეჯმენტი, აძლევს კომპანიას საშუალებას იყოს დარგის ლიდერი.